"ვფიქრობდი, რომ ეს მწარე ხუმრობა იყო..." - აგუერო მესის "ბარსელონადან" წასვლაზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ, რომელმაც კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, "ბარსელონადან" ლიონელ მესის წასვლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 2021 წელს "კუნი" "ბლაუგრანაში" "სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მალევე კი ცნობილი გახდა, რომ კატალონიელთა რიგები ლეო მესიმ დატოვა.

როგორც იწერებოდა, აგუეროსთვის "ბარსელონაში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სწორედ ლეო გახლდათ და სერხიომ El Chiringuito-სთან შემდეგი თქვა:

"როდესაც "ბარსელონამ" სოციალური მედიით გაავრცელა, რომ კლუბი მესიმ დატოვა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ვინმემ გუნდის გვერდი დაჰაკა. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მწარე ხუმრობა იყო..." , - ამბობს
აგუერო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეჰ? ნეტავ მართლა, ხუმრობა ყოფილიყო? გული მტკივა, დღევანდელ ბარსელონაში, ლევანდოვსკისთვის ფული და ადგილი მოიძებნა და მაშინ, ლეო მესისთვის "ვერაფერი მოახერხეს"! ასეთი მაინც რა "დაუშავა" ლეომ, რომ ასე გაწირეს? შევხედე ბარსას ფოტოებს და სიმართლე გითხრათ, ნაღდად დაკარგული აქვს თავისი "საფირმო ნიშა"!
qomagi.
12:07 20-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული