ხავი: კატალონიელებს ძალიან მოსწონთ "რეალის" დამარცხება

AutoSharing Option
"რეალის" 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა:

"საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ. კარგი ემოციები მივიღეთ, ახლა ეს მნიშვნელოვანია. მოგება ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ კატალონიელებს ძალიან მოსწონთ "რეალის" დამარცხება.

შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მეორე უკვე ასეთი კარგი არ იყო. წინასასეზონო სამზადისი გრძელდება, ჩვენ კარგად ვარჯიშობთ და "ბარსას" შესრულებით კარგი ფეხბურთი ვნახეთ. თუმცა, უფრო სტაბილურად თამაში გვმართებს.

ვფიქრობ, მადრიდელებზე უკეთესები ვიყავით და მთლიანობაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ასე რომ, მხოლოდ შედეგით როდი ვარ კმაყოფილი. თამაშით სიამოვნება მივიღეთ, მთავარი კი ტიტულების მოგებაა. ჩვენთვის
ეს მნიშვნელოვანია".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი ან თავს აჯერებს რომ მართლა მოეწონა ან მართლა იდიოტია.
3
ყველას მოსწონს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დამარცხება.
დათო
02:40 25-07-2022
1

სიახლეები პოპულარული