"სხვა ვარიანტიც მქონდა, მაგრამ ველოდი, რომ "ბარსელონა" "სევილიას" შეუთანხმდებოდა. "ბარსა" ამბიციური პროექტის გამო ავირჩიე, თანაც, ლა ლიგა ძალიან მომწონს", - თქვა კუნდემ.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" კუნდეს სანაცვლოდ ჯამში 60 მილიონ ევროს გადაიხდის - 50 მილიონს თავდაპირველად, 10 მილიონს კი ბონუსების სახით.