"კომერციული ურჩხული "ბარსელონა" და გონჯი ფეხბურთი" - დე იონგს თანამემამულე გამოექომაგა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მეკარე რონალდ ვატერესი "ბარსელონას" ფრენკი დე იონგისადმი დამოკიდებულებით აღშფოთებულია.

"აღარ შემიძლია მოვისმინო სლოგანი "Més Que Un Club" (მეტია, ვიდრე კლუბი). "ბარსელონა" კომერციული ურჩხულია. ჩემს თვალში იმის სიმბოლიზირებას წარმოადგენს, რაც თანამედროვე ფეხბურთს ასეთ გონჯს ხდის.

ის, თუ როგორ აშანტაჟებენ ახლა ფრენკის, ყველაფერ ამის გასაკვირი მაგალითია. იმედია, ის თავისას გაიტანს და დარჩება.

ეს მოხდება, თუ უფრო შორს არ წავლენ და მის მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსს არ დაანგრევენ. ასე რომ, "მანჩესტერში" გადასვლა უჯობდა", - ციტირებს ვატერესს კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდად ექცევიან რას ქვია? გასაგებად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ეუბნებიან, რომ კლუბს ახალი სახელფასო პოლიტიკა აქვს, დაიკელი ხელფასი და დარჩები, კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, არადა ყველაზე მაგარი არ არის, მითუმეტეს შარშანდელი სეზონი მაგრად ჩააგდო, გაცილებით მეტს ველოდი მისგან
1
ფრენკის, რომ ძალიან ცუდად ექცევიან რად უნდა, ამას ბევრი ლაპარაკი? თუმცა რა უნდა გამიკვირდეს, როცა ორ უდიდეს ლეგენდას მოექცნენ უღირსად? რას ვიზავთ, ლაპორტას ხელწერაა!
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული