"ბარსამ" ახალწვეულები დაარეგისტრირა - კატალონიელები "რაიოს" უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშებიან

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი შეხვედრის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

"ბლაუგრანა" "რაიო ვალეკანოს" უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა მარკეტინგული უფლებები გაყიდა, რათა ახალწვეულები დაერეგისტრირებინა.

შემადგენლობა: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ხერარდ პიკე, რონალდ არაუხო, სერხიო ბუსკეტსი, უსმან დემბელე, პედრი, რობერტ ლევანდოვსკი, ანსუ ფატი, ფერან ტორესი, მემფის დეპაი, ანდრეას კრისტენსენი, მირალემ პიანიჩი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ხორდი ალბა, ფრანკ კესი, სერხი რობერტო, ფრენკი დე იონგი, რაფინია დიასი, ერიკ გარსია, ინაკი პენია, ალექს ბალდე, გავი და არნაუ ტენასი.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს დღეს,
13 აგვისტოს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონა შე დეზერტირების ბაზარო! ყიდულობ-ყიდი.
მანი, მანი.
21:13 13-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული