ალაბას ულამაზესი გოლი - "რეალმა" "ალმერიას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში "რეალმა" გასვლაზე "ალმერია" 2:1 დაამარცხა.

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პრიმერაში დაბრუნებული "ალმერია" დებიუტში რამაზანმა დააწინაურა, რის შემდეგაც მადრიდელები განუწყვეტლივ უტევდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ფერნანდო. თუმცა, ვასკესმა 61-ე წუთზე მაინც გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ალაბამ ბურთზე პირველი შეხებით ულამაზესად შესრულებული საჯარიმოთი "სამეფო გუნდს" გამარჯვება მოუპოვა.

21 აგვისტოს, მეორე ტურში "რეალი" ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება.

ალმერია. "მედიტერანეო"
ალმერია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 რამაზანი (6), 1:1 ვასკესი (61), 1:2 ალაბა (75)

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ მეჯავრება ზოგიერთები ლეო მესის ჟესტსს, იმეორებენ გოლის გატანის მერე. ეს მარტო ლეოს უხდება!
ლაშა
10:32 17-08-2022
0
მემგონი რთული წელი ელის ანტიმადრიდისტებს წელსაც
მეგრელი
02:23 15-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული