ლა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „სოსიედადი“ 4:1 დაამარცხა.
დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა (პირველი გოლი 45-ე წამზე გაიტანა), ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა 64-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ფატიმ მიითვალა.
„ბარსა“ „სოსიედადთან“ 2016 წლის შემდეგ არ დამარცხებულა - ამ პერიოდში 14 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
28 აგვისტოს „ბარსელონა“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.
სან-სებასტიანი. „რეალე არენა“. 36 201 მაყურებელი
სოსიედადი - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (1), 1:1 ისაკი (6), 1:2 დემბელე (66), 1:3 ლევანდოვსკი (68), 1:4 ფატი (79)