ბენზემას მორიგი მიღწევა - ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში კარიმი უკვე მეშვიდეა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-3 ტურში "რეალმა" გასვლაზე "ესპანიოლს" 3:1 სძლია, კარიმ ბენზემამ კი დუბლი მიითვალა, რითაც პრიმერა დივიზიონში ასპარეზობის ისტორიაში 222 გოლი მოუგროვდა.

ამ მაჩვენებლით ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში ბენზემა მეშვიდე ადგილზე გადავიდა. 

პრიმერას ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი გატანილი ლეო მესის აქვს, რომელმაც მეტოქეთა კარის ბადე 472-ჯერ შეარხია.

მეორე პოზიციას 311 ზუსტი დარტყმით კრიშტიანო რონალდო იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული