ასენსიო ანჩელოტის გაუბრაზდა და მაისური და ბოთლი მოისროლა

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "მალიორკასთან" მოგებულ მატჩში (4:1) "რეალის" ნახევარმცველი მარკო ასენსიო არ ათამაშეს და მან გაბრაზებულმა დატოვა სტადიონი.

ასენსიო დაუფარავად გამოხატავდა უკმაყოფილებას და მაისური და წყლის ბოთლი მოისროლა. ამ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა - "სელტასთან" 8 წუთი ითამაშა.

"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტომ განაცხადა, რომ ასენსიოს გაბრაზება მისთვის გასაგებია და მხედველობაში მიიღებს.

ასენსიოს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველაზე მეტი ადეკვატური მკითხველი ამ საიტს ყავს.თან მოსაწონია აზრების გაცვლა-გამოცვლა რომ მიდის,თანაც ლანძღვა-გინების გარეშე.შორს ბოტებო:)
გაგა
19:08 12-09-2022
0
ხვიჩას უყვარს რეალი, მაგრამ მის ადგილზე ვინისიუსი ყავთ ის ბრაზილიელია და ამაშია საქმე, რომც აჯობოს მაინც ის ითამაშებს. ჯერ აქ უნდა გახდეს აღიარებული ლიდერი და წონიანი ფეხბურთელი მერე ისე ადვილად ვეღარ დასვავენ სკამზე ვერსად. ხო ხედავთ ჯერ 90 წუთი არ უთამაშია. წარმატებები ქონდეს სულ.
ქომაგი
12:59 12-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული