ფრენკი დე იონგმა პირველად ისაუბრა იმაზე, რომ "ბარსელონას" მისი გაყიდვა უნდოდა.
"ბარსელონაში" დარჩენა ყოველთვის მინდოდა. ამიტომ მთელი ზაფხული აბსოლუტურად მშვიდად ვიყავი. დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. იცით... კლუბს აქვს სურვილი, ისევე, როგორც მე. ხანდახან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.
როდესაც ცოტას ვთამაშობ, რა თქმა უნდა, ამას ვგრძნობ. საქმე ტექნიკაში არ არის, რადგან შენ მაინც იცი, როგორ ითამაშო ფეხბურთი. ეს უფრო "ფიზიკას" ეხება", - განუცხადა დე იონგმა "მუნდო დეპორტივოს".