ჯერ ახალი კონტრაქტი, შემდეგ კლუბში დასაქმება - მოდრიჩისა და "რეალის" ურთიერთობა გაგრძელდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" გუნდის 37 წლის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტს კიდევ 1 წლით, 2024 წლამდე გაახანგრძლივებს.

ვეტერან ხორვატს მიაჩნია, რომ მას მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია...

ამას გარდა, "სამეფო გუნდის" სურვილია, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლუკა კლუბის სტრუქტურაში დასაქმდეს.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა ლა ლიგის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც იეროსთან, რაულთა, კასილიასთან თუნდაც რონალდუსთან მიქარეს მოდრიჩთან უნდათ გამოისყიდონ? არ გამოვა ეგრე, თუმცა ლუკა იმსახურებს კარგად მოქცევას.
რრრ
18:50 23-09-2022
0
თავისიანი რაული გარიყეს!
ლაშა
14:48 23-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული