ცნობილია, გაათავისუფლებს თუ არა "ატლეტიკო" დიეგო სიმეონეს

AutoSharing Option
As-ის ინფორმაციით, მიუხედავად სეზონის ცუდად დაწყებისა, "ატლეტიკო" გუნდის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს არ გაათავისუფლებს.

"როხიბლანკო" ლა ლიგის ლიდერ "რეალს" უკვე 8 ქულით ჩამორჩა, ჩემპიონთა ლიგის ზონამდე კი 3 ქულა აშორებს, თუმცა მადრიდელთა მენეჯმენტში არგენტინელი სპეციალისტის სჯერათ.

სიმეონე "ატლეტიკოში" 2011 წლიდან მოყოლებული მუშაობს. ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.