ვინაიდან "ვალენსიას" სათადარიგო მეკარე ხაუმე დომენეკმა ტრავმა მიიღო, მის შემცვლელად კლუბმა 34 წლის იაგო ერერინი (სიმაღლე 187 სმ) აიყვანა.
ის და კრისტიან რივერო გიორგი მამარდაშვილის დუბლიორები იქნებიან.
ერერინი ადრე "ბილბაოში", მადრიდის "ატლეტიკოს" მეორე გუნდში, "ნუმანსიაში", "ლეგანესსა" და საუდის არაბეთის "ალ რიადში" თამაშობდა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
"ვალენსია" მას ვარჯიშებზე ორი კვირა აკვირდებოდა და სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.