"რეალმა" უკრაინის დასახმარებლად 1 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა
AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" 2022 წლის საქველმოქმედო ღონისძიებების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ "სამეფო გუნდმა" უკრაინის დასახმარებლად 1 მილიონ ევროზე მეტი გაიღო.
ეს თანხა ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარულ საჭიროებებზე დაიხარჯა.
მათ შეუძინეს ბინა, საკვები, მედიკამენტები და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ "რეალის" ღირსებას უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი იცავს.
მავანთა გარდა ყველა ხვდება, რომ უკრაინა სულ მალე აშშ და ინგლისისთან ერთად მსოფლიო ახალ წესრიგს შექმნის და განმსაზღვრელი იქნება ახალ ძალთა გადანაწილებაში.