კროოსი კარიერას ასრულებს, მენდის ვერ უთანხმდებიან - ზაფხულში "რეალში" ცვლილებებია მოსალოდნელი

AutoSharing Option
As-ის ინფორმაციით, "რეალი" გუნდის მცველ ფერლან მენდის ახალ კონტრაქტზე ვერ უფორმდება.

27 წლის ფრანგი უკანახაზელი გაზრდილ გასამრჯელოს ითხოვს, რაზეც მადრიდული გუნდი არ თანხმდება.

მენდის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს და თუ "სამეფო კლუბი" მის შემცვლელს მომავალ ზაფხულს მონახავს, ფრანგს გაასხვისებს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ლა ლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

AS-ის ინფორმაციითვე, ზაფხულში "რეალს" სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს. 32 წლის გერმანელი ტონი კროოსი "ბლანკოსთან" შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს და სავარაუდოდ, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული