"ბარსელონა" დეპაის კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონამ" შეიძლება 28 წლის ნიდერლანდელ თავდამსხმელ მემფის დეპაის კონტრაქტი გაუგრძელოს.

დეპაის "ბარსასთან" ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმდება, ერთი წლით გაუხანგრძლივებენ.

მწვრთნელი ხავი და კლუბის ხელმძღვანელები დეპაის საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილები არიან.

ზაფხულში "ბარსელონა" დეპაის გაყიდვას ცდილობდა და ის "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოს იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მძორი შემოგზავნილია ბარსაში რომ გააფუჭოს და მაქაურობა გასვაროს. კიდევაც თქვა რომ არაფრით არ წავალო, 6 კაციც რომ მოიყვანონ ჩემ პოზიციაზე მაინც არ წავალო. იმიტომ რომ დავალებას ასრულებს. და ეს ბარსა კიდე დებილები არიან ან ჩაავლეს ბრჭყალები ზემოდან და მაგიტომ გაუგრძელეს.
xisti
23:29 30-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული