მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ფორვარდი კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის მფლობელი გახდება.
"ბენზემამ უკვა მოიპოვა უეფას მიერ დაწესებული წლის საუკეთესო ფეხურთელის ჯილდო. ეჭვის არავის ეპარება, რომ ის უახლოეს დღეებში ოქროს ბურთსაც მიიღებს და ეს ასეც უნდა იყოს", - ამბობს პერესი.
ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება.