ბენზემამ ერერას პენალტი ისევ ვერ გაუტანა - "რეალმა" "ოსასუნას" ვერ სძლია

AutoSharing Option
ლა ლიგის მეშვიდე ტურში „რეალი“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნასთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. ამით შეწყდა მიმდინარე სეზონში მადრიდელთა 9-მატჩიანი მოგებათა სერია.

მასპინძლები ვინისიუსმა დააწინაურა. ანგარიში კიკე გარსიმ გაათანაბრა. 78-ე წუთზე მსაჯმა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, ბენზემას საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი დანიშნა, დავიდ გარსია გააძევა, თერთმეტმეტრიანიდან კი ქარიმმა ბურთი ხარიხას გაარტყა. შეგახსენებთ, აპრილში პამპლონელთა მეკარე ერერამ მას ორჯერ არ დაანება პენალტის გატანა.

ესპანეთის ჩემპიონატს „რეალი“ და „ბარსელონა“ ლიდერობენ - „სამეფო გუნდი“ 5 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „შახტარს“ უმასპინძლებს, ხოლო 8 ოქტომბერს, პრიმერაზე, სტუმრად „ხეტაფეს“
დაუპირისპირდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 55 410 მაყურებელი
რეალი - ოსასუნა 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (42), 1:1 კიკე გარსია (50)
გამოუყენებელი პენალტი: ბენზემა (79)
გაძევება: დავიდ გარსია (78)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული