"ზაფხულში ჩემი დამატება "რეალსაც" სურდა, მაგრამ..." - ლევანდოვსკი თავის სატრანსფერო საგაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის განცხადებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალიც" იჩენდა, თუმცა მისი მთავარი მიზანი "ბლაუგრანაში" გადასვლა იყო.

"რეალმა" რამდენჯერმე გამოავლინა ინტერესი, რომ ჩემი ტრანსფერი შემდგარიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მათ რიგებში გადავბარგებულიყავი, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

ამის შემდეგ უკვე ვიცოდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპი", - ამბობს ლევანდოვსკი Diario Sport-თან საუბარში.

34 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1
2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თავიდან მეც 1 გოლი მეგონა, მერე 2 გოლი და ბოლოს მივხვდი 12 გოლი წერია უბრალოდ ციფრი 12 ორადაა გაყოფილი:))
დათო
12:58 05-10-2022
0
ვფიქრობ მოცემული სტატისტიკური მაჩვენებელი უნდა ჩაასწოროთ
baggio
11:10 04-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული