მოგეხსენებათ, არგენტინელს სეზონის ბოლოს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და აქტიურად მიდის საუბარი, რომ ის კვლავ "ნოუ კამპზე" გაირჯება.
"მესი ჩემი მეგობარია და მას მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, ახლა არ არი საუკეთესო დრო, რომ მის დაბრუნებაზე ვისაუბროთ.
ჩვენ მას ამ საუბრით მხოლოდ ზიანს ვაყენებთ. მიეცით მას საშუალება, ისიამოვნოს პარიზში, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება...", - უთხრა ჩავიმ Barca Universal-ს.