"სევილიამ" მწვრთნელი ლოპეტეგი გადააყენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" 1:4 დამარცხების შემდეგ "სევილიას" მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი გადააყენეს.

ლოპეტეგიმ "სევილია" 2019 წლის ივნისში ჩაიბარა და ამჟამად გუნდი ლა ლიგაში მე-19 ადგილზეა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სევილიას" მწვრთნელად ხორხე სამპაოლის დანიშნავენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული