6059 დღის შემდეგ! - "ვალენსიას" სახელით კვლავ კლუივერტმა გაიტანა!

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ოსასუნას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

"ღამურების" მხრიდან პირველი გოლის ავტორი ჯასტინ კლუივერტი გახდა, რომელიც ლეგენდარული ნიდერლანდელის პატრიკ კლუივერტის ვაჟია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 6059 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც "ვალენსიას" მაისურით ჯასტინის მამა პატრიკს გოლი ჰქონდა შეგდებული.

23 წლის ჯასტინ კლუივერტი "რომას" საკუთრებაა და "ღამურების" რიგებში იჯარით თამაშობს.

alt3 წითელი ბარათი, 2 გამოუყენებელი პენალტი და მამარდაშვილის "ვალენსიას" გამარჯვება "ოსასუნასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული