12:00 19-10-2022
ფრე "ვანდა მეტრო პოლიტანოზე" - ფალკაომ ყოფილ გუნდს გაუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის მე-20 წუთზე ანტუან გრიზმანის პასით ალვარო მორატამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში "რაიო" გააქტიურდა და იან ობლაკის კართან არაერთი მომენტი შექმნა. საბოლოოდ, 90-ე წუთზე, "როხიბლანკოს" ურუგვაელ მცველ ხოსე მარია ხიმენესს მეტოქის ჩამოწოდებული ბურთი ხელზე მოხვდა და VAR-ის ჩარევის შემდეგ თერთეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად "ინდიელთა" ყოფილმა ვარსკვლავმა რადამელ ფალკაომ აქცია და გუნდს ქულა მოუპოვა.
დიეგო სიმეონეს გუნდს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს, "რაიო ვალეკანო" კი 12 ქულით მე-10 ადგილზეა. "როხიბლანკო" მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს, "რაიო ვალეკანო" კი 22 ოქტომბერს "კადისს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული