ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-12 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა, შემდეგ 3 გოლში კი თანაგუნდელს საგოლე პასები გაუკეთა. ფრანგის კარგი თამაშით სერხი რობერტომ მე-18, რობერტ ლევანდოვსკიმ 22-ე და ფერან ტორესმა 73-ე წუთებზე ისარგებლეს.
ამრიგად, 11 თამაშის შემდეგ "ბარსა" 28 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი "ვალენსიასთან" 29 ოქტომბერს გამართავს. მანამდე, 26 ოქტომბერს, მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.
"ატლეტიკი" 18 ქულით მე-6 პოზიციაზეა, 30 ოქტომბერს კი "ვილიარეალს" ეთამაშება.