ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ბეტისს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
ანტუან გრიზმანის 54-ე და 71-ე წუთებზე გატანილ გოლებს 84-ე წუთზე ნაბილ ფეკირმა უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ გრიზმანმა ერთ-ერთი გოლი კუთხურის ხაზიდან გაიტანა.
"როხიბლანკო" 23 ქულით მე-3 ადგილზეა, 26 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ლევერკუზენს" უმასპინძლებს, 29 ოქტომბერს კი "კადიზს" ესტუმრება.
"ბეტისი" 20 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, 27 ოქტომბერს ევროპის ლიგაზე "ლუდოგორეცს" შეხვდება, 31-ში კი - "რეალ სოსიედადს".