გრიზმანმა "ბეტისს" კუთხურის ხაზიდან გაუტანა - "ატლეტიკომ" მინიმალური სხვაობით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ბეტისს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ანტუან გრიზმანის 54-ე და 71-ე წუთებზე გატანილ გოლებს 84-ე წუთზე ნაბილ ფეკირმა უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ გრიზმანმა ერთ-ერთი გოლი კუთხურის ხაზიდან გაიტანა.

"როხიბლანკო" 23 ქულით მე-3 ადგილზეა, 26 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ლევერკუზენს" უმასპინძლებს, 29 ოქტომბერს კი "კადიზს" ესტუმრება.

"ბეტისი" 20 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, 27 ოქტომბერს ევროპის ლიგაზე "ლუდოგორეცს" შეხვდება, 31-ში კი - "რეალ სოსიედადს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული