ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ - "ვილიარეალის" ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, მაისური აიწია და მსაჯმა გააძევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-11 ტურში "ვილიარეალმა" "ალმერია" 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, გოლი გონსალო მელერომ 31-ე წუთზე გაიტანა.

56-ე წუთზე ალეხანდრო ბაენამ ანგარიში გაათანაბრა, გახარებულმა მაისური აიწია, რის გამოც მსაჯმა გააძევა...

"წყალქვეშა ნავებმა" გამარჯვების მომტანი გოლი 90+4 წუთზე გაიტანა, დანი პარეხოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ნიკოლას ჯექსონმა ისარგებლა და საკუთარ გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, "ვილიარეალი" 18 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს კი ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრება.

"ალმერია" 10 ქულით მე-14 პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს 29 ოქტომბერს, "სელტა ვიგოს"
წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული