გაუქმებული გოლი და კროოსის გაძევება - "რეალი" "ჟირონასთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-12 ტურში „რეალმა“ და „ჟირონამ“ ქულები გაიყვეს - 1:1.

70-ე წუთზე მასპინძლები ვინისიუსმა დააწინაურა, შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ასენსიოს მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და სტუანიმ ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე როდრიგომ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. კომპენსირებულ დროში კროოსი გააძევეს და მატჩი 90+10-ე წუთზე ფრედ დასრულდა.

„რეალი“ 32 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ბარსელონას“ 1 ქულით უსწრებს და 8 ნოემბერს „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 58 367 მაყურებელი
რეალი -
ჟირონა 1:1

გოლები: 1:0 ვინისიუსი (70), 1:1 სტუანი (80, პენ)
გაძევება: კროოსი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული