არასახარბიელო შედეგების მიუხედავად, "ატლეტიკო" სიმეონეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, არცთუ ისე კარგი შედეგების მიუხედავად, "ატლეტიკო" გუნდის მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. 

"ჩოლოს" მადრიდელებთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, "როხიბლანკოს" ბოსების მიზანი კი მისი 2026 წლამდე გაგრძელებაა.

სიმეონე "ატლეტიკოს" 2011 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებს და ამ დროის განმავლობაში კლუბს 8 ტიტული მოაგებინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთელები უყიდეთ. ნახევარდაცვა და და დაცვაც გამოსაცვლელია. და სულაც ლა ლიგას დარხეული აქ ასკარად გადაბერებულ ვარსკვლავები და ახალი სახეების უკმარისობაა
არა რუსეთს
19:08 31-10-2022
1
ჩოლო, დროა დაუბრუნდე ინტერს და გადაშალო ახალი ფურცელი
ნერაძური
09:41 01-11-2022
0

სიახლეები პოპულარული