"რეალი" 16 წლის ბრაზილიელის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"რეალი" "პალმეირასის" 16 წლის თავდამსხმელ ენდრიკის სამსახურით დაინტერესდა.

El Debate-ის ცნობით, ენდრიკმა "პალმეირასთან" ახლახან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააგრძელა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 60 მილიონი ევროა. "სამეფო კლუბი" მზადაა ტრანსფერში 35-40 მილიონი  გადაიხადოს.

ფიფას წესების მიხედვით, ენდრიკს არ აქვს უფლება, "რეალში" იქამდე გადავიდეს, სანამ სრულწლოვანი არ გახდება, მაგრამ მადრიდულ კლუბს შეუძლია წინასწარი შეთანხმება გააფორმოს, როგორც ეს ვინისიუსისა და როდრიგოს შემთხვევაში გააკეთა.

ენდრიკით აგრეთვე პსჟ-ია დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა უპირატესობას "რეალს" ანიჭებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოკლეთ მიუხედავად ბეზპრიდელისა და კრიმინალის, ბრაზილიას ტალანტები არ ელევა და ჩვენთან, აუცილებლად ფულია საჭირო, მაგრამ ბრაზილიასა და არგენტინაში არსებობს უფასო საფეხბურთო წრეები... აქაც აჩვენეს იმ დღეს (ალბათ პიარისთვის) უფასო საფეხბურთო წრე... მავანთ კი ავიწყდებათ, რომ გაცილებით ფასეულია ნიჭიერში ჩადო ფული და არა ისე, რომ ახდევინო და იცოდე, რომ მისგან ვერ გამოვა ფეხბურთელი, მაგრამ მთავარი ხომ გადასახადია?! აქ უამრავი ნიჭიერია, უფრო სოფლად, მაგრამ რწმენა აკლიათ. მისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ გზას გაიკვლევს. არადა თუ ნიჭი აქვს ბავშვს, გამართული ინფრასტრუქტურის და სპორტის მასწავლებლის გამჭრიახობის ხარჯზე შესაძლებელია დაწინაურდეს მიუხედავად უფულობისა, რაც მასში რწმენას უფრო გააღვივებდა. ადრე თუ ქუჩის ფეხბურთი იყო, ეხლა კომპიუტერია, მაგრამ განა აქვს კომპიუტერი ყველას. საშუალო და დაბალი ფენებიდან იმიტომ გამოდიან მაღალი დონის ვარსკვლავები, რომ ღარიბი ბავშვები ფეოლას ფილმში, ხედავენ მამების წვალებას და ფეხბურთი, როდესაც იოლად მისაღწევი საშუალებაა გზის გასაკვლევად საკუთარ თავს ახტებიან, მაგრამ აქ ამ მხრივ სხვა სიტუაციაა. ბავშვები ცდილობენ ფული გამოიმუშაონ და სწავლის გადასახადი გადაიხადონ, ხოლო სპორტული სკოლები, როგორც ადრე იყო ოლიმპიური რეზერვების სპორტ-სკოლა ასეთი სისტემა აღარაა. ყველა დარგი დასაფასებელია და მშობელი თუ მასწავლებელი უნდა ცდილობდეს ბავშვში ნიჭი აღმოაჩინოს, ეს იქნება ფიზიკა-მათემატიკური, ჰუმანიტარული თუ სპორტული და გზა მნისცეს ცხოვრებაში. ჩვენთან კი, ტექნიკური სასწავლებლები გააუქმეს და ყველა ადვოკატი და ექიმი თუ არ გამოვიდა გრეხია, როგორც ადრე. ნება არ არსებობს ვინმე დაჯდეს და მოიფიქროს თუ რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს!...
ლაშა
20:41 01-11-2022
0
ქვეყანაც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე,რომ უფრო იოლი იყოს ცივილურ სამყაროსთან კავშირის დამყარება. ევროკავშირის წევრობას ტყუილა არ ითხოვენ ან ევროპასთან ახლოს ყოფნა ბევრ პრივილეგიას აძლევს ქვეყანას და მათ შორის ფეხბურთიც განვითარდებიდა უფრო მეტი სელექციონერი ჩამოვიდა, უფრო მეტ ქართველ და უცხოელ ინვესტორს მოუნდებოდა ფეხბურთში ფულის ჩადება, რაც ისევ ადგილობრივი ჩემპიონატის დონის ამაღლებას გამოადგებოდა, საქართველოს უფრო კარგად გაიცნობდნენ და არ ვიქნებოდით მარტო ხვიჩას და მამარდას იმედზე. ბიზნესი უნდა გავათავისულოთ წნეხიგან და ქვეყანა უნდა გავაძლიეროთ ჯერ
Haaland
21:41 01-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული