სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-13 ტურში სევილიური დერბი გაიმართა,. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მანამ, სანამ მიმოხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

38-ე წუთზე "სევილია" 10 კაცით დარჩა, მთავარმა არბიტრმა გონსალო მონტიელი მოედნიდან გააძევა, 43-ე წუთზე "ბეტისი" ხესუს ნავასის ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდა, 45+3 წუთზე კი მასპინძლებიც კაცნაკლული აღმოჩნდნენ, მსაჯმა მოედსნი ამჯერად ნაბილ ფეკირს დაატოვებინა.

მეორე ტაიმი დაიწყო და 49-ე წუთზე "მწვანე-თეთრების" მხრიდან ბორხა იგლესიასმა მიიღო წითელი ბარათი და "ბეტისი" უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა.

81-ე წუთზე ნემანია გუდელიმ შორეული დისტანციიდან ბრწყინვალე გოლი
გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში "სევილიას" კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, მეორედ კი კლაუდიო ბრავომ გამოიჩინა თავი.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ "ბეტისი" 24 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, 10 ნოემბერს "ვალენსიას" ესტუმრება.

"სევილია" 11 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს (მე-18 და მე-19 ადგილებზე ამდენივე ქულით არიან "სელტა ვიგო" და "კადიზი"), ანდალუსიელები კი შემდეგ მატჩს 9 ნოემბერს, "რეალ სოსიედასის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული