სენსაცია - "რაიო ვალეკანომ" "რეალს" ისტორიაში პირველად სძლია

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-13 ტურში „რეალი“ „რაიო ვალეკანოსთან“ 2:3 დამარცხდა.

მასპინძლებმა ჩინებულად ითამაშეს და გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანეს - კარვახალს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დანიშნა, კურტუამ ტრეხოს დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ იქამდე საჯარიმოში კარვახალმა შეირბინა, არბიტრმა ტრეხოს განმეორებით შეასრულებინა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი და მან მეორე ცდიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

„სამეფო გუნდმა“ მიმდინარე ჩემპიონატის 13-დან მხოლოდ 2 მატჩში არ გაუშვა გოლი, რაც 2013/14-ის სეზონის შემდეგ მისი ყველაზე უარესი შედეგია და ამას გარდა, აპრილის მერე პირველად გაუტანეს
2+ გოლი.

„რეალმა“ თანაქალაქურ გუნდთან ისტორიაში პრიმერაზე პირველად წააგო - აქამდე 12-ჯერ სძლია და ორჯერ დაუზავდა.

„რეალი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება და 11 ნოემბერს „კადისს“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“. 14 216 მაყურებელი
რაიო ვალეკანო - რეალი 3:2
გოლები: 1:0 კომესანია (5), 1:1 მოდრიჩი (37, პენ), 1:2 მილიტაო (41), 2:2 გარსია (44), 3:2 ტრეხო (66, პენ)

მკითხველის კომენტარები / 3 /
,,კუში" რამდენი იყო? პ.ს. მოკლეს სპორტი
ადამიანი
02:35 08-11-2022
22
აუჰ ბიჯოს აბა რაა, რადგან რეალმა წააგო ესეიგი იყომარეს ხო? აბა ბარსას რომ წაეგო მაგას ხომ არ იტყოდით. რა გეშველებათ.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული