დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, კვლავ "რეალი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
Roma Press-ის ინფორმაციით, ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა, კვლავ მადრიდის "რეალი" ჩაიბაროს.

მოგეხსენებათ, 59 წლის სპეციალისტი ამჟამად "რომას" მოძღვრავს, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ბლანკოსის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტის შემცვლელს უკვე ეძებს და მოურინიოს მიმართ ინტერესსაც იჩენს. 

როგორც იცით, ანჩელოტის შემდეგ ზაფხულს სამწვრთნელო კარიერის დასრულება აქვს გადაწყვეტილი და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მის ჩამნაცვლებელზე ფიქრი სწორედ ამიტომაც დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო "რეალს" სათავეში 2010/13 წლებში ედგა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჟურნალისტებმა თავიანთი პიარისთვის რა მოიგონონ აღარ იცინ, კვარა და ოსიმენი უკვე რეალში გადაიყვანეს, ეხლა მოურინიოც დაუნიშნეს უკვე მწვრთნელად
მამუკა
16:52 14-11-2022
1
ეს ისეთია კასპიის ნავთიანი წყალი თერგის სათავეში ჩაასხა.
მორჩა მოუ კუკუუ!
ორდე
15:10 14-11-2022
2

სიახლეები პოპულარული