
"სამეფო გუნდი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის და ის ესპანეთს მაშინ მიაშურებს, როდესაც 18 წლის გახდება.
ენდრიკ ფელიპე "პალმეირასის" აღზრდილია. ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.