ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის - მას დე ლა ფუენტე შეცვლის

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე გადააყენა.

ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ამ ორგანიზაციის სპორტულმა ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ ლუის რუბიალესს სპეციალური ანალიზი წარუდგინა და ახალი პროექტის დაწყება შესთავაზა.

რუბიალესმა და სპორტულმა დირექტორმა ფრანსისკო მოლინამ უკვე აცნობეს ლუის ენრიკეს, რომ ის ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცი აღარ არის.

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები 2019 წელს მეორედ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კი მერვედფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

"ფურია როხას" ახალი მწვრთნელი 61 წლის ლუის დე ლა ფუენტე გახდება,
რომლის კანდიდატურასაც დირექტორთა საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს.

დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით, 2015 წელს ესპანეთმა ევროპის 19-წლამდელთა, ხოლო 2019 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. ამას გარდა, ესპანეთმა, მისი თავკაცობით, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლუის ენრიკეს დონის ტრენერს რომ დანიშნავ ესპანეთის ნაკრებში კარგი რომ არ დაგემართება რა დიდი ჭკუა ჭირდება. თან რა ბოღმა ბარსელონელია.ბოლო წლების საუკეთესო მცველი ესპანელების სიამაყე სერხიო რამოსი არ წაიყვანა იმიტომ რომ ძველი რეალელია.სამაგიეროთ 8 ბარსელონელი საშუალო ფეხბურთელებით გაავსო ნაკრები.
თემო
08 დეკემბერი 2022 22:03
12
ეს პერსონაჟი მწვრთნელია თუ ელისონდოების მამულის მეზობელი დდ:
Charley
08 დეკემბერი 2022 19:16
2
მაგრად, ჩაისვარე ენრიკე!
სერხიო რამოსი.
08 დეკემბერი 2022 16:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული