მორატას კურიოზული გოლი, "ატლეტიკომ" "ელჩე" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 29 დეკემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურში, "ატლეტიკომ" "ელჩეს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 45-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა "ელჩეს" მცველ გონსალო ვერდუს ალვარო მორატას წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო წითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ნახევარში მარიო ერმოსომ იუხეშა და მეორე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. 56-ე წუთზე ანგარიში ჟოაო ფელიქსმა გახსნა. "როხიბლანკოს" ფეხბურთელებმა შეტევები განაგრძეს და 74-ე წუთზე ალვარო მორატამ კურიოზული გოლი გაიტანა, ესპანელი დარტყმის შემდეგ საჯარიმოში დაეცა და გატანილი გოლი მოგვიანებით იზეიმა.

ამგვარად, "ინდიელებს" 27 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე
იმყოფებიან. სიმეონეს გუნდი ლა ლიგაში შემდეგ შეხვედრას 9 იანვარს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.

"ელჩე" 4 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს. აუტსაიდერები 6 იანვარს "სელტა ვიგოს" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული