"ოსასუნასთან" ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონას" თავდამსხმელი რობერტ ლევნდოვსკი გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა დღეს საჯელი საბოლოო განხილვამდე გაუუქმეს და ხვალ "ესპანიოლთან" ითამაშებს.
"ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ თქვა, რომ ლევანდოვსკის წითელი ბარათი არასამართლიანი იყო, გადაწყვეტილების შეცვლით კი გაკვირვებულები და გახარებულები არიან.
რაც შეეხება "ესპანიოლს", კლუბმა უკმაყოფილება ვერ დამალა, რადგან ეგონათ, პოლონელი მათ წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა.