პენალტი, გაძევება და დიდებული კურტუა - "რეალმა" ბენზემას დუბლით გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-15 ტურში "რეალმა" სტუმრად "ვალიადოლიდი" 2:0 დაამარცხა.

მატჩი ლამაზი საყურებელი იყო, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში არ დაუდეს, რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კურტუა, რომელმაც 68-ე წუთზე ლეონის თავით დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. 83-ე წუთზე კი "ვალიადოლიდის" მცველ სანჩესს ბურთი ხელზე მოხვდა და ბენზემამ, რომელმაც პირველ ტაიმში შანსი ხელიდან გაუშვა, პენალტით დააწინაურა თავისი გუნდი. თან არბიტრმა ლეონი გააძევა. შემდეგ ბენზემამ დუბლი შეასრულა და "სამეფო გუნდმა" გაიმარჯვა.

"რეალი" 38 ქულით პირველ
ადგილზეა და 7 იანვარს გასვლაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება. დღეს "ბარსელონა" "ესპანიოლს" უმასპინძლებს და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

ვალიადოლიდი. "ხოსე სორილია"
ვალიადოლიდი - რეალი 0:2
გოლები: 0:1 ბენზემა (83, პენ), 0:2 ბენზემა (89)
გაძევება: ლეონი (82)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენზემას მაგრად უსამართლოდ მოექცა დეშამი, არადა კარგ ფორმაშია და წაადგებოდა ფრანგებს
Gogi
14:27 02-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული