კროოსი კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - "რეალში" ელიან, რომ გერმანელი კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
ესპანური AS წერს, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი ამ ზაფხულს კარიერას დაასრულებს და კლუბმა ამის შესახებ უკვე იცის.

32 წლის გერმანელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი სწორედ 2023 წლის ზაფხულში ეწურება და სავარაუდოდ, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

კროოსი "რეალის" ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული