Sport1.de-ე ცნობით, "ბარსელონა" "აინტრახტის" 23 წლის მცველის, ევან ნდიკას დამატებას აპირებს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
"აინტრახტის" სპორტული დირექტორი მარკუს კროშე ნდიკასთან კონტრაქტის გაგრძელების იმედს არ კარგავს და იანვარში მის გაყიდვას არ განიხილავს.
გამოცემის მტკიცებით, ნდიკამ "ბარსელონას" ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება გასულ წელს ევროპა ლიგაზე ჩატარებული მატჩებისას მოახდინა.
ნდიკას სამსახურით აგრეთვე "იუვენტუსი" და "მილანი" არიან დაინტერესებული.