კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ რონალდინიოს შვილი შეიძლება "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდეს.
გამოცემის ცნობით, 17 წლის ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირამ "კრუზეიროსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდშია სინჯებზე.
მის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელები მიიღებენ.