28 წლის თავდამსხმელი მემფის დეპაი "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადავიდა.
"ატლეტიკომ" ნიდერლანდელს ორწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა, ტრანსფერში კი "ბარსელონა" 3-4 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ სეზონში დეპაიმ "ბარსაში" ყველა ტურნირზე 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში 206 წუთი ითამაშა.