36 წლის სერხიო რამოსი შეიძლება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს

AutoSharing Option
As-ის ცნობით, 36 წლის სერხიო რამოსი შეიძლება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს.

ესპანეთის ეროვნული გუნდის ახალმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გადაწყვიტა, რამოსი მარტში ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის გამოიძახოს, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენს ის კლუბში თავს.

რამოსს ნაკრებში 180 მატჩი აქვს ჩატარებული, ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია და დე ლა ფუენტე მას კაპიტნობას შესთავაზებს.

თუ რამოსი განაცხადში ვერ მოხვდება, კაპიტნობის კანდიდატები ჟორდი ალბა (91 მატჩი ნაკრებში), ალვარო მორატა (61) და სესარ ასპილიკუეტა (44) იქნებიან.

ბოლოს რამოსმა ნაკრებში
2021 წლის მარტში კოსოვოსთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ითამაშა.

მან ამ სეზონში პსჟ-ში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული