"ვალენსიამ" გატუზო გაუშვა - მამარდაშვილი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"ვალენსია", რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, მწვრთნელის გარეშე დარჩა.

"ვალენსიამ" 45 წლის ჯენარო გატუზოსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

იტალიელმა სპეციალისტმა "ღამურები" გასულ წელს ჩაიბარა. ბოლო მატჩებში გუნდი წარუმატებლად ასპარეზობდა და ის კლუბის ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვდა.

ორშაბათს "ვალენსია" ვარჯიშს ფლორო გონსალესის ხელმძღვანელობით განაახლებს.

"ვალენსიამ" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 3 თებერვალს "რეალთან" უმძიმესი გასვლა ელის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარი ლუზერია, ვერსად ვერ ივარგა
ხვიჩა
13:33 31-01-2023
0
გატუზო რომ მწვრთნელი ვერ არის ეს ვიცოდით იტალიიდან მოყოლებული. მის წასვლით დიდი არაფერი შეიცვლება. ვალენსია ამ ეტაპზე ვერ განვითარდება, რადგან ვალებშია. ბევრი საჭირო ფეხბყრთლეი გაყიდეს და აქანდე მივიდა დღეს. ვფიქრობ მამარდა უნდა წავიდეს სეზონის ბოლოს. ძალიან ცუდია მეკარისთვის მისი მცდელობა, ვიტყოდი თავგანწირული მცედოლბა წყალში რომ იყრება. საერთოდ დაცვა არ ყავს ვალენსია, ჩიხურას დაცვაც უკეთესად ითამაშებდა მგონი. მადლობა ვალენსია ნდობისათვის, მამარდა ამ გუნდში განვითარდა და თან ასე სწრაფად. მაგრამ ვთვლი ვალენსიაც მადლობელი უნდა იყოს ასეთი მეკარის აღმოჩენისათვის და საკმაოდ დიდი თანხასაც მიიღებს. ასე რომ ორივე მხარე კმაყოფილებით უნდა დაშორდნენ. მამარდა უნდა იყოს ისეთ გუნდში რომ რამე მოიგოს და არა გადასარჩენად იბრძოლოს, ამას თავისი თამაშით იმსახურებს მამარდა.
G.LA
10:54 31-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული