ედენ აზარმა "რეალში" მეთვრამეტე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო, - იტყობინება "სამეფო კლუბის" საიტი.

ჟურნალისტი მარიო კორტეგანა აზუსტებს, რომ ბელგიელს ორი კვირა მოუხდება უქმობა.

"რეალმა" ედენ აზარი 2019 წელს "ჩელსისგან" 115 მილიონ ევროდ შეიძინა, მას შემდეგ 18 ტრავმა მიიღო და საერთო ჯამში 74 მატჩის გამოტოვება მოუწია.

ედენმა ამ სეზონში ლა ლიგის 3 შეხვედრაში ითამაშა და მოედანზე 32 წუთი დაჰყო. მას "რეალთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ედენმა მიქარა რეალში, რომ გადავიდა, არადა კარგი ფეხბურთელია , რეალმა გააფუჭა.
ცოდოა.
12:49 05-02-2023
2

სიახლეები პოპულარული