მესის ძმა: ლაპორტას მოვისვრით - ესპანელები მოღალატეები არიან

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ლეო მესის ძმამ, მატიას მესიმ, განაცხადა, რომ ლეო "ბარსელონაში" არ დაბრუნდება.

"კატალონიური "სპორტის" სათაური მახსოვს: "მესი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს". ჩვენ არ დავბრუნდებით, მაგრამ თუ დავბრუნდებით, მაგარ წმენდას მოვაწყობთ. კლუბის უმადურ პრეზიდენტ ლაპორტას მოვისვრით.

"ბარსელონა" ცნობილი მხოლოდ მესის წყალობით გახდა. ყველა "რეალზე" ლაპარაკობდა. ვისაც ბარსელონის ნახვის საშუალება გაქვთ, შეიხედეთ კლუბის მუზეუმში, ნახავთ, რომ ეს მესის მუზეუმია.

გულშემატკივრები ქუჩაში ლაპორტას გადაყენების და მესის დატოვების მოთხოვნით უნდა გამოსულიყვნენ. ესპანელები მოღალატეები არიან", - განაცხადა მატიას მესიმ Twitch-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მესის მიმართ ირიბ სიტყვას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მარა მისი ძმა უგუნური ბიჭუნა ყოფილა. ეს მკრეხელობა და გაუცნობიერობაა ფეხბურთში. ბარსაში დიდი ლეგენდები თამაშობდნენ. რონალდინიომ გაზარდა მესი თავის ფრთის ქვეშ და მესის დიდი სიყვარულიც მისდამი ამის დასტურია.
G.LA
23:37 08-02-2023
1
ასე იცის უაზრო გარმერთებამ. მესი არა შაშაკოლა! მესიმდე ბარსელონაში კროიფი,მარადონა, რომარიო, რონალდო, რივალდო ა.შ და მის დროს კიდევ ხავიინიესტა თამაშობდნენ. ბარსელონა არა, მაგრამ მესი მართლა არავინ არ იქნებოდა ბარსას გარეშე. მართლა კოლბაში გამოზარდეს. უმადურები ესენი! რატომაც გადავიდა კი გავიგეთ, ყალბი ცრემლებით რომ იტირა მერე. ეგაა არგენტინული ბუნება
რეზო
23:16 08-02-2023
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული