კატალონიური გუნდი უშედეგოდ უტევდა, უმეტესწილად საჯარიმოში ჩაწოდებებით ცდილობდა მიზნის მიღწევას. პირველად კარში მხოლოდ 81-ე წუთზე დაარტყა - 18 წლის ალარკონმა. მასპინძლებმა კი თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და გაიმარჯვეს კიდეც.
„ბარსა“59 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 7 ქულით უსწრებს და „სამეფო გუნდს“ 3 მარტს გასვლაზე თასზე შეხვდება.
ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 15 279 მაყურებელი
ალმერია - ბარსელონა 1:0
გოლი: ტურე (24)