"ბარსელონასთან" პენალტი არ დაგვინიშნეს" - ბარახა და კორონა უკმაყოფილოები არიან

AutoSharing Option
ლა ლიგის 24-ე ტურში "ვალენსია" გასვლაზე 0:1 დამარცხდა "ბარსელონასთან". მატჩის 86-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ფრანსისკო პერესი ფრანკ კესიესთან კონტაქტის შემდეგ კატალონიური გუნდის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ხავიერ როხასმა პენალტი არ დანიშნა. ამაზე "მარკასთან" კომენტარი "ღამურების" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ და დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ გააკეთეს.

რუბენ ბარახა: "ხომ ცხადია, რომ ამ მომენტში რაღაც მოხდა და მინდა ვიცოდე, მსაჯმა რატომ არ ნახა გამეორება".

მიგელ ანხელ კორონა: "სამწუხაროდ, მსაჯებმა კუთხური მოიგონეს. "ბარსელონას" ფეხბურთელმა ბურთზე არ ითამაშა. ეს აშკარა შეცდომაა და VAR-ი უნდა
ჩარეულიყო. ეს სისტემა ხომ ამისთვის არსებობს. VAR-ი მსაჯის შესაძლო შეცდომის გამოსასწორებლადაა საჭირო.
გასახდელში შესვლის შესაძლებლობა არ მქონდა, მაგრამ კადრები ვნახე და ვერ დავინახე, რომ კესიე ბურთს  შეეხო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან გასაკვირია როგორ არ დაინიშნა პენალტი, როგორც მინიმუმ უნდა გადაემოწმებინა მსაჯს.
ბექა
22:03 06-03-2023
0
მართლაც პენალტი იყო, მაგრამ რად გინდა?!
ხანდახან ეჭვი ჩნდება თუ რაღას აკეთებს VAR-ი? და უმალ ტოტალიზატორებთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი!
ლაშა
18:20 06-03-2023
1

სიახლეები პოპულარული