კატალონიური "სპორტის" ცნობით, "რეალის" ნახევარმცველი მარკო ასენსიო მზადაა "ბარსელონას" წინადადება განიხილოს.
ასენსიომ ბოლო ორ მატჩში მონაწილეობა არ მიიღო, გუშინ "ბეტისთან" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გასახურებლად გაუშვა, მაგრამ მოედანზე მაინც არ შეუშვა და უკმაყოფილო დარჩა. ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.
გამოცემის მტკიცებით, ასენსიოს სიტუაციას "ბარსა" აკვირდება და მის გადაბირებას შეეცდება. მარკოს სამსახურით აგრეთვე "მილანი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული.
გამოცემის მტკიცებით, ასენსიოს სიტუაციას "ბარსა" აკვირდება და მის გადაბირებას შეეცდება. მარკოს სამსახურით აგრეთვე "მილანი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული.