ცნობილი გახდა, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "რეალი" ანჩელოტის

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, თუ "რეალი" მიმდინარე სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებს, ზაფხულში გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაითხოვენ.

მადრიდელები ოქროს მედლებისთვის ამჟამად 3 ფრონტზე იბრძვიან, თუმცა ლა ლიგასა და Copa Del Rey-ზე "ბარსელონასთან" აშკარად აუტსაიდერები არიან.

მედიაში იტალიელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელებზე უკვე დიდი ხანია იწერება. სახელდება ჩაბი ალონსოს, რაულის, მაურისიო პოჩეტინოსა და სხვა მწვრთნელების გვარები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული